„სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია წარმატებით გაიარა

01/09/2018

2018 წლის 1 სექტემბრიდან „სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საკრედიტო საინფორმაციო ბიუროა.

შეგახსენებთ, „სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი საკრედიტო ბიუროა, რომელიც დაფუძნდა 2005 წელს იმჟამად მოქმედი ბანკებისა და კრედიტინფო ინტერნეიშენალის ურთიერთანამშრომლობის შედეგად. მისი მისიაა დაეხმაროს ორგანიზაციებს კრედიტის მართვისა და დაკრედიტების პროცესის გამარტივებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფით. „კრედიტინფო“, ერთი მხრივ, ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და სპეციალური მექანიზმების მიწოდებით; მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საკრედიტო განათლების მიწოდებას თავად მსესხებლებისა თუ პოტენციური მსესხებლებისათვის; “კრედიტინფო“ თანამშრომლობს ეროვნულ ბანკთან კრედიტის მართვისა და დაკრედიტების პროცესის გაუმჯობესების სფეროში, აწვდის რა მას საჭირო მონაცემებს, რომლებზე დაფუძნებითაც ხდება საფინანსო სექტორის პრობლემების იდენტიფიცირება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით.

საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, „სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ყველა პროცედურის რეგულაციებთან თანხვედრაში მოყვანა ეტაპობრივად მოხდება.

„სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო“ აგრძელებს საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში და მომავალშიც იზრუნებს ქვეყანაში საკრედიტო განათლების ამაღლებასა და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის რისკის სამართავად აუცილებელი ინსტრუმენტების მიწოდებაზე.