საკრედიტო ქულის მოდელის განახლება

08/11/2018

2018 წლის 8 ნოემბერს „კრედიტინფო საქართველო“ ნერგავს საკრედიტო ქულისა და რეიტინგის ახალ მოდელს. საკრედიტო ქულის სისტემა მუდმივად  განიცდის გადახედვას და მასში  ხორციელდება ცვლილებები ქვეყნის საფინანსო სექტორში გასული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ტენდენციებიდან გამომდინარე.

2017 და 2018 წლის პირველ ნახევარში საფინანსო სექტორში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები: შეიცვალა ზღვრული საპროცენტო განაკვეთი, სესხის გაცემის პირობები, ასევე დაიხურა რამდენიმე მსხვილი საკრედიტო ორგანიზაცია. ამ ცვლილებმა დაუდო საფუძველი მოდელის გადახედვას. მოდელის ცვლილების მიზანია, დაფიქსირებულ ტენდენციების ასახვა, რათა საკრედიტო ქულისა და რეიტინგის სისტემამ შეინარჩუნოს ვალდებულების შეუსრულებლობის პროგნოზირების მაღალი ხარისხი.

საკრედიტო ქულის მოდელში ამჟამად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

  • შეიცვალა სარეიტინგო სისტემის ცვლადების ხვედრითი წონები მთლიან კალკულაციაში.
  • შეიცვალა საკრედიტო რეიტინგის შესაბამისი ქულების რაოდენობა, მაგალითად თუ ძველ მოდელში E3 რეიტინგის შესაბამისი ქულა იყო 0-დან 200-მდე, ახალ მოდელში ქულა მერყეობს 0-დან 189-მდე. იხილეთ განახლებული ცხრილი:

 

საკრედიტო რეიტინგი ქულის ქვედა ზღვარი ქულის ზედა ზღვარი
A 334 400
B 321 333
C1 308 320
C2 296 307
C3 285 295
D1 273 284
D2 260 272
D3 235 259
E1 210 234
E2 190 209
E3 189

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოდელის ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება თქვენს ამჟამინდელ საკრედიტო ქულასა და რეიტინგში. კითხვების შემთხვევაში „კრედიტინფო საქართველო“ ეცდება, ამომწურავი პასუხი გაგცეთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო ქულა და რეიტინგი დაფუძნებულია სტატისტიკურ მოდელზე. დაანგარიშების დროს გამოიყენება მხოლოდ საკრედიტო რეპორტში არსებული ინფორმაცია და არ გამოიყენება სუბიექტური მაჩვენებლები ან რაიმე სხვა ინფორმაცია.