2018 წლის 17 აპრილს მსოფლიო ბანკის…

24/05/2018

2018 წლის 17 აპრილს მსოფლიო ბანკის (TheWorldBank) სტრუქტურაში შემავალი საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) ინიციატივით, ევრაზიის ექვსმა საკრედიტო ბიურომ გამოაცხადა ევრაზიის ქვეყნებში საკრედიტო ინფორმაციის პროვაიდერთა ასოციაციის (სიპა) შექმნის შესახებ.

ამ მომენტისთვის ასოციაციის წევრია ექვსი ქვეყანა. ეს ქვეყნებია: ყაზახეთი, საქართველო (სს კრედიტინფო საქართველო), აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უკრაინა.

ასოციაციის ძირითადი მიზანია ევრაზიის რეგიონში საკრედიტო ბიუროების მხარდაჭერა. ეს უნდა განხორციელდეს გამოცდილების ურთიერთგაცვლის, მეთოდოლოგიური თუ პროფესიული ხელშეწყობისა და ევრაზიის ქვეყნებს მიღმა არსებულ საკრედიტო ინფორმაციაზე მომუშავე ძირითად ასოციაციებთან და გლობალურ დონეზე მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან კავშირების დამყარების გზით. ასოციაცია მიზნად ისახავს რეგიონში საკრედიტო ანგარიშგების სექტორის განვითარებას, რისთვისაც ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობისა თუ ფინანსურ საკითხებში განათლების დონის ამაღლებას, და ეხმარება მომხმარებლებსა თუ მცირე საწარმოებს დაფინანსების მიღებაში.