Home » ჩვენ შესახებ » უპირატესობანი

კრედიტინფო საქართველო ეხმარება კლიენტებს:

  • წარუმატებელი გარიგებების თავიდან აცილებაში – არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა დროული ამოცნობით.
  • დროისა და მატერიალური რესურსების ეკონომიაში – იმ კლიენტურისათვის კრედიტის გაცემა/მომსახურებაზე და საქონლის მიწოდებაზე უარის თქმით, რომლებიც პოტენციურად გადამხდელუუნარონი არიან.
  • ჩამოწერების შემცირებაში – ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის გამოყენებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.
  • ნაღდი ფულის მოძრაობის გაუმჯობესებაში – ნაკლები ცუდი გადამხდელის ყოლა ნიშნავს ნაკლებ დავალიანებას.
  • სუფთა მოგების მაჩვენებლის ზრდაში – ნაკლები ჩამოწერების შედეგად.
  • არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა შესახებ ინფორმაციის გაცვლაში – არავის არ უნდა ჰქონდეს სურვილი არაკეთილსინდისიერ კლიენტს საქონელი ან მომსახურება კრედიტში მიჰყიდოს.
  • საფასო პოლიტიკის დადგენაში – საშუალება გეძლევათ, კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტი  დაბალი ტარიფებით წაახალისოთ.
  • სესხის აკრეფის ხარჯების შემცირებაში – უზრუნველყოფთ თანხის ამოღებას დროისა და ფულის მინიმალური დანახარჯებით.
  • საფინანსო ბაზარზე ჩვენი მომსახურების არსებობა ზრდის კარგ კლიენტებზე კონკურენციას – კონკურენცია კი ყოველთვის კლიენტის საუკეთესო მომსახურების საწინდარია!