მომხმარებლის დაცვა

კრედიტინფო საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა პრეტენზიების ეფექტური და დროული მართვა, საქმიანობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა.

მომხმარებელს უფლება აქვს დააფიქსიროს პრეტენზია წერილობითი, ზეპირი ან ელექტრონული ფორმით.

  • წერილობითი პრეტენზია – იხილეთ მიბმული სტანდარტული ფორმა, რომლის შევსებაც შესაძლებელია კრედიტინფო საქართველოს სერვის ცენტრში – თარხნიშვილის ქ. #2, თბილისი.
  • ჩემი კრედიტინფო – ნებისმიერი პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეტენზიის დაფიქსირება.
  • ზეპირი პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ბიუროს ცხელი ხაზის მეშვეობით (2623555).
  • ელექტრონული პრეტენზიის ფორმა იხილეთ ქვემოთ.

პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე ბიუროს მიერ პრეტენზიის  მიღების მომენტიდან.

პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ იდენტიფიცირებულ კლიენტს ეცნობება  კომუნიკაციის წინასწარ შეთანხმებული ფორმით (წერილობითი, ელექტრონული ზეპირი ან სხვა). ბიურო მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირებას ახდენს:

  •  „ჩემი კრედიტინფოს“ მეშვეობით, თუ პირი რეგისტრირებულია  სისტემაში შესაბამისი წესით და სარგებლობს ამ სერვისით;
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, ოფისში გამოცხადების შემთხვევაში;

პრეტენზიის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბიუროს ცხელ ხაზზე: 2623555

გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე – www.nbg.gov.ge/consumerprotection და ცხელ ხაზზე – 032 240 64 06.

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural