მემორანდუმი

ურთიერთ შეთანხმების მემორანდუმი

ქ. თბილისი 26 ოქტომბერი, 2010 წელი

მემორანდუმი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკს (ეროვნულიბანკი), სს„კრედიტინფო საქართველოს“ და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს (ბანკები)შორის ურთიერთ შეთანხმებას საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების შესახებ.

1. მიზანი

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს საკრედიტო აქტივობის ზრდას, მოქალაქეებისათვის სესხებზე ხელმისაწვდომობას და საქართველოს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას.

2. მოქმედების სფერო

სს „კრედიტინფო საქართველოსთან“ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკები, სალიზინგო კომპანიები, საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტები ან სხვა პირები, რომლებიც გასცემენ სესხს, საქონელს ან მომსახურებას კრედიტით სს “კრედიტინფო საქართველოს” მიაწვდიან მათ ხელთ არსებულ ერთიან ინფორმაციას იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შესახებ, რომლებიც მათ მიმართ სრულად ან არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს და ვის მიმართაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის რეგულაციების ნორმები.

მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე სს „კრედიტინფო საქართველო“ აწარმოებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ერთიან საკრედიტო ისტორიას, რომელიც ასახავს სუბიექტის მიერ როგორც სრულად, ასევე არასრულად შესრულებულ ან/და შეუსრულებელ ვალდებულებაებს. პოზიტიური ისტორიის შენახვის ვადად 7 წელი განისაზღვრა, ნეგატიური ისტორიის შენახვის ვადაა 5 წელი (ნაცვლად აქამდე არსებული 7 წლისა).

3. საკრედიტო ისტორიის სუბიექტი

საკრედიტო ისტორიის სუბიექტს უფლება აქვს კრედიტინფო საქართველოს ოფისში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში მიიღოს მონაცემთა ბაზაში თავიანთი სტატუსის შესახებ არსებული მონაცემის ამობეჭდილი ვერსია.

კომერციული ბანკები თანხმდებიან, რომ, როგორც წესი, საკრედიტო ისტორიის სუბიეტის შესახებ მხოლოდ „კრედტინფო საქართველოშის“ მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები არ იქნება მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში არასრული, არაზუსტი, არასწორი ან კანონის დარღვევით გადმოცემული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში საკრედიტო ისტორიის სუბიექტს უფლება აქვს მიმართოს სს “კრედიტინფო საქართველოს” ან კრედიტინფო საქართველოს შესაბამის კლიენტს (ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სალიზინგო კომპანიას და სხვ.), რომლის მიერაც მოხდა აღნიშნული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში გადაცემა. საკრედიტო ისტორიის სუბიექტის განცხადების საფუძველზე სს “კრედიტინფო საქართველო” ან/და შესაბამისი კლიენტი ვალდებულნი არიან გადაამოწმონ ინფორმაცია და მიიღონ სს “კრედიტინფო საქართველოს” პროცედურებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები საკრედიტო ისტორიის სუბიექტის უფლებების დაცვისა და მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.

4. ვადები

მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

memorandum

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural