Home » ჩვენ შესახებ » აქციონერები

ჩვენი აქციონერები არიან:

  • Creditinfo International GmbH 

Creditinfo International GmbH საერთაშორისო კომპანიაა, რომლის მიზანია საკრედიტო ტრანსაქციებისას რისკების ეფექტური მართვისათვის კლიენტებს მიაწოდოს დროული და სანდო ინფორმაცია პოტენციური და არსებული კლიენტურის შესახებ. www.creditinfo.com

  • პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. პროკრედიტ ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).

პროკრედიტ ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში. 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით, პროკრედიტ ბანკის აქტივებმა 1.04 მლრდ ლარი შეადგინა. www.procreditbank.ge

  • თი-ბი-სი ბანკი

თიბისი ბანკი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბანკი, რომელიც კლიენტებს სთავაზობს პროდუქტებისადა სერვისების ფართო არჩევანს, კარგად განვითარებული საცალო, კორპორატიული, მცირედა საშუალო ბიზნესისა და მიკრო საბანკო ბიზნესის ხაზების მეშვეობით. თიბისი ბანკსაქვს ფართო წარმომადგენლობა საქართველოს ფარგლებში, მისი ქსელი რეგიონებშითანდათან ფართოვდება. თიბისი ბანკი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში ანაბრების, სამომხმარებლო სესხებისა და აქტივების თვალსაზრისით. ბანკის წარმატება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით, მან დაიმსახურა ცნობილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დიდი ინტერესი. თიბისი ბანკის ძირითადი აქციონერები არიან ევროპის განვითარებისა და რეკონტრუქციის ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების ბანკი (DEG), ჰოლანდიის განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) და JP Morgan. www.tbcbank.com

  • საქართველოს ბანკი

„საქართველოს ბანკი“, საქართველოს წამყვანი ბანკი, მის კლიენტებს საქართველოში, უკრაინასა და ბელარუსში სთავაზობს კორპორატიული, საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურების ფართო სპექტრს. “საქართველოს ბანკი” არის პირველი ქართული კომპანია და დსთ–ს სივცეში მეორე ბანკი, რომელმაც საკუთარი აქციები, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE: BGEO) განათავსა. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთwww.bog.ge