საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე შეიძლება მერყეობდეს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მოსალოდნელია დროული გადახდა სესხის დაფინანსების შემთხვევაში. საკრედიტო ქულა დაგეხმარებათ საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში, რადგან, რაც უფრომეტიაქულა, მით უფრო მცირეა თქვენი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.
საკრედიტო რეპორტში განმარტებულია,თქვენი საკრედიტო ისტორიის რა მოვლენები ახდენს მნიშვნელოვან გავლენას საკრედიტო სქორსა და რეიტინგზე.
რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საკრედიტო ქულაზე?
საკრედიტო ქულას განსაზღვრავს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა ვალდებულებების მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე და სხვ. თუმცა, თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე ყველაზე მეტად გადახდების ისტორია ზემოქმედებს, რადგანუჩვენებს, რამდენად კარგად ასრულებთ ვალდებულებებს. გარდა ამისა, საკრედიტო ისტორია არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რა დრო დაგჭირდათ ვალდებულებების შესასრულებლად, როდის გქონდათ ვადაგადაცილებული სესხი, ან როდის დაგერიცხათ ჯარიმა.
როგორ შეიძლება საკრედიტო ქულის გაუმჯობესება?
რაც მეტია ქულა, მით მეტია ალბათობა რომ სესხს საუკეთესო პირობებით აიღებთ. ამრიგად, საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ საკრედიტო რეიტინგზე ზრუნვა. კრედიტინფოს საკრედიტო ქულა დაფუძნებულია იმ ინფორმაციაზე, რომელიც თქვენს საკრედიტო რეპორტშია მოცემული.
ქვემოთ ჩამოთვლილი საფეხურები დაგეხმარებათ,მოიპოვოთ და შეინარჩუნოთ მაღალი საკრედიტო ქულა,რომ თქვენი საკრედიტო პროფილი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს:
რა ფაქტორებს განიხილავენ საკრედიტო ორგანიზაციები თქვენი საკრედიტო რეპორტიდან?
კიდევ რას ექცევა ყურადღება საკრედიტო რეპორტის გარდა?
საკრედიტო ისტორიის გარდა, საკრედიტო ორგანიზაციები უყურებენ შემოსავლის წყაროსა და ოდენობასაც.