საკრედიტო ქულის საფუძვლები

რა არის საკრედიტო ქულა, იგივე “სქორი”?

თუ კი აღებული გაქვთ თუნდაც ერთ სესხი, ხართ თავდები, ან თანამსესხებელი, უსათუოდ გექნებათ საკრედიტო რეპორტი. თქვენი საკრედიტო რეპორტი არის დოკუმენტი თქვენი საკრედიტო ქცევის შესახებ. რეპორტის მონაცემები მუშავდება სტატისტიკურად და ამ გზით გამოითვლება თქვენი საკრედიტო ქულა. საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდემერყეობს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მოსალოდნელია დროული გადახდა  სესხის დაფინანსების შემთხვევაში. საკრედიტო ქულა დაგეხმარებათ საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში, რადგან, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მცირეა თქვენი მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.

რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას საკრედიტო ქულაზე?

საკრედიტო ქულას განსაზღვრავს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა ვალდებულებების მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე და სხვ. თუმცა, თქვენს საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე ყველაზე მეტად გადახდების ისტორია ზემოქმედებს, ვინაიდან უჩვენებს, რამდენად კარგად ასრულებთ ვალდებულებებს. გარდა ამისა, საკრედიტო ისტორია არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რა დრო დაგჭირდათ ვალდებულებების შესასრულებლად, როდის გქონდათ ვადაგადაცილებული სესხი, ან როდის დაგერიცხათ ჯარიმა.

საკრედიტო რეიტინგი

საკრედიტო რეიტინგი რისკის ხარისხის შეფასების ერთგვარი მარტივი ინტერპრეტაციაა – ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის ალბათობა A საფეხურიდან  E-მდე.

A საფეხური შეესაბამება დაბალი რისკის ხარისხს; B და C რისკის საშუალო ხარისხს, ხოლო D და E  მაღალი რისკის შემცველი ხარისხებია. დღეისათვის არსებობს 11 საფეხური:

რეიტინგი საკრედიტო ქულ
  • A
  • 400 –330
  • B
  • 329 – 319
  • C1
  • 318 – 307
  • C2
  • 306 -295
  • C3
  • 294 – 283
  • D1
  • 282 – 270
  • D2
  • 269 – 257
  • D3
  • 256 – 236
  • E1
  • 235 – 214
  • E2
  • 213 – 201
  • E3
  • 200 – 0
Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural