Decide with Confidence

 
 

 

საერთაშორისო მონაცემთა ბაზა

კრედიტინფო-საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილეს ბიზნეს ინფორმაციის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია Dun&Bradstreet-ს (D&B) საქართველოში. D&B-ის მონაცემთა ბაზა მოიცავს 200-ზე მეტი ქვეყნიდან 100 მილიონზე მეტ კომპანიაზე ინფორმაციას. ინფორმაცია განახლებადია, რაც მის სისწორეს უზრუნველყოფს.


კომპანიის პროფილი

კომპანიის პროფილი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ. ეს ანგარიში მოიცავს ისეთ მონაცემებს, რომლებიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ კომპანიის ფინანსური პოტენციალი და მდგომარეობა ბაზარზე.


კომპანიის პროფილი მოიცავს შემდეგ მონაცემებს: კომპანიის საქმიანობის სფეროსა და მოქმედების არეალს, საფინანსო ინფორმაციას, მფლობელთა შესახებ მონაცემებს, გადახდების ისტორიას, სამართლებრივად დაკავშირებულ კომპანიათა ნუსხას და ა.შ.


ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიებზე მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნიდან.

 

ნიმუში >

მარკეტინგული ნუსხა

D&B-ის მარკეტინგული ნუსხის მეშვეობით შეგიძლიათ საქმიანობის სფეროსა და ადგილმდებარეობის მიხედვით ამოარჩიოთ 100 მილიონზე მეტი კომპანიის მონაცემთა ბაზიდან თქვენთვის სასურველი პოტენციური პარტნიორები.

 

ნიმუში >

ექსპორტის მეგზური

60 წელზე მეტია რაც D&B-ის ექსპორტის მეგზური 186 ქვეყანაზე, ეხმარება კომპანიებს აწარმოონ წარმატებული საქმიანობა უცხო ქვეყანაში. ამ ინფორმაციით, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ნებისმიერ უცხოურ ბაზარზე, შეამციროთ ყოველგვარი რისკი, წინასწარ გაითვალისწინებთ რა კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკურ მოთხოვნებს.



ექსპორტის მეგზურში განხილულია: მონაცემები ქვეყნის შესახებ, სავაჭრო რეგულირებები, მარკეტინგული მონაცემები, ექსპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის სია, ინფორმაცია ტრანსპორტირებასა და კომპუნიკაციების შესახებ, ბიზნეს ეტიკეტი, საკონტაქტო პირებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალი (საელჩოების, საკონსულოების და ა.შ.)


ქვეყნის პროფილი

მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას კონკრეტული ქვეყნის სავაჭრო გარემოზე, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ წარმატებული საინვესტიციო გადაწვეტილება, შეამციროთ ბიზნეს რისკი. იხილავთ კონკრეტულ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კომერციულ, საგარეო რისკებისა და სავაჭრო, საინვესტიციო გარემოს დეტალური ანალიზსს.


D-U-N-S ნომერი

D&B-ს D-U-N-S ნომერი არის 9 ციფრიანი კოდი, მიღებული და ადაპტირებული მსოფლიო სავაჭრო პრაკტიკაში. მისი მეშვეობით თქვენი კომპანია ჩაერთვება კომპანიების მსოფლიო მონაცემთა ბაზაში. D-U-N-S ნომერი აკავშირებს მონათესავე პროფილის სავაჭრო პარტნიორებს, 70 მილიონი კომპანიის შვილობილ და ფილიალ კომპანიებს. D-U-N-S ნომერი აუცილებელია/რეკომენდირებულია  საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობასა და ინვესტორების მოზიდვისათვის. D-U-N-S ნომერი აღიარებულია NATO, IBRD და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.