ჩემი კრედიტინფო პრემიუმი

საკრედიტო ისტორისა და საკრედიტო ქულასთან ერთად მიიღეთ შეტყობინებები თქვენს საკრედიტო ისტორიაში მომხდარ ცვლილებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ძიებებზე.

ფიზიკური პირი – 30 ლარი / 12 თვე
იურიდიული პირი – 50 ლარი / 12 თვე

რას მიიღებთ ჩემი კრედიტინფო პრემიუმ მომსახურებიდან

საკრედიტო მონიტორინგი
გადაამოწმეთ უახლესი საკრედიტო ისტორია

თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის მონიტორინგი და შეტყობინებების მიღება, მაშინ როდესაც ცვლილებები ხდება საკრედიტო ისტორიაში ან ხორციელდება თქვენი ინფორმაციის ძიება. აღნიშნული მომსახურება ასევე გეხმარებათ გამოავლინოთ საეჭვო ქმედებები, რომელსაც შეიძლება ადგილი გქონდეთ თქვენს საკრედიტო რეპორტში. 
1 წლის განმავლობაში შეგიძლიათ ნახოთ კრედიტინფოს ბაზაში თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია. რეპორტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას ყველა ტიპის კონტრაქტზე და გადახდების ისტორიას.

შეამოწმეთ საკუთარი საკრედიტო ქულა და რეიტინგი

საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდე მერყეობს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მოსალოდნელია დროული გადახდა სესხის დაფინანსების შემთხვევაში.
გაიგეთ რა ძირითადი ფაქტორები ახდენს უარყოფით გავლენას თქვენს საკრედიტო ქულაზე. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მაქსიმუმ 5 ფაქტორის შესახებ, რომლითაც განპორობებულია თქვენი საკრედიტო რეიტინგი.

მიიღე რეკომენდაციები საკრედიტო პროფილის გასაუმჯობესებლად
საკრედიტო ქულის ისტორია

მიიღეთ რჩევა, როგორ გამოასწოროთ საკრედიტო პროფილი. არასწორი ინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღეთ მხარდაჭერა კრედიტინფოს გუნდისგან.
ჩემი კრედიტინფოს მეშვეობით შესაძლებელია საკრედიტო ქულის ბოლო 12 თვის ისტორიის ნახვა. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ საკუთარი საკრედიტო ისტორიის პროგრესს და გაანალიზოთ თქვენი ქცევა.

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural