საკრედიტო ქულის დაანგარიშება ხდება 30-მდე ცვლადის გამოყენებით. სუბიექტის ყოველი აქტივობა (ახალი ჩანაწერი) შეიძლება ქულის/რეიტინგის ცვლილების მიზეზი გახდეს. ქულაზე მოქმედი ფაქტორები შექმნილია იმისათვის, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ინფორმაცია მის საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენის მქონე ძირითადი მიზეზების შესახებ. სისტემა აწყობილია იმგვარად, რომ ავტომატურად გვაჩვენებს 5 (ან ნაკლებს, თუ უფრო ცოტ ფაქტორი მოქმედებს) ძირითად ფაქტორს, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს ქულასა და რეიტინგზე.

აღსანიშნავია, რომ ბიუროს შიდა პროცედურებიდან და კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, ქულის ყოველ ცვლილებაზე მომხმარებელს განმარტება არ მიეწოდება.

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural