მომსახურების სტანდარტული პირობები

მომსახურების სტანდარტული პირობები (ხელშეკრულება)

1. ხელშეკრულების საგანი

კომპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს კომპანიის სერვისით – „ჩემი კრედიტინფო“, რის საფუძველზეც მომხმარებელს ენიჭება უფლება გაეცნოს კომპანიის მონაცემთა ბაზაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

2. მხარეთა ვალდებულებები

1. სერვისით „ჩემი კრედიტინფო“ სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით კომპანია ვალდებულია მიანიჭოს მომხმარებელს შესაბამისი სახელი და პაროლი და დაარეგისტრიროს იგი სისტემაში
2. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის წვდომა მონაცემთა ბაზაზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისთანავე.
3. თუ კლიენტი შეიძენს ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ პაკეტს მონიტორინგის სერვისით კომპანია ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს მონაცემთა ბაზაში მის მიმართ განხორციელებული ცვლილების (სესხის აღება, მორიგი შენატანის განხორციელება, ვადაგადაცილება) და ასევე მის შესახებ ბაზაში არსებული ინფორმაციის მნახველი მესამე პირის ვინაობისა და თარიღის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონული ფოსტის მეშევეობით.
4.ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით მომსახურების შეწყვეტის თაობაზე კომპანია წინასწარ აცნობებს მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.
5. მონაცემთა ბაზის წვდომისთვის საჭირო რეკვიზიტების (მომხმარებლის სახელისა და პაროლის) დაკარგვის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში მომხმარებელი წერილობით აცნობებს კომპანიას აღნიშნულის თაობაზე. შეტყობინება მომხმარებელმა კომპანიას უნდა გაუგზავნოს იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც რეგისტრირებულია სისტემაში კომპანიის მიერ. მომხმარებლის წერილობითი განცხადების საფუძველზე კომპანია უსასყიდლოდ აღუდგენს მომხმარებელს დაკარგულ რეკვიზიტებს და/ან მიიღებს შესაბამის ზომებს საინფორმაციო ბაზაზე წვდომის აღდგენის უზრუნველსაყოფად.
6. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური. აღნიშნული საფასურის გადახდამდე კომპანია უფლებამოსილია არ მიაწოდოს მომხმარებელს წინამდებარე ხელშერკულებით გათვალისწინებული მომსახურება.

3. მომსახურების ფასი და გადახდის პირობები

1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მისთვის სასურველი პაკეტით მომსახურების ფასი. გადახდა უნდა განხორციელდეს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით კომპანიის ანგარიშზე (№GE48BG0000000905231300, სს “საქართველოს ბანკი“).
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება არჩეული პაკეტის მიხედვით. კომპანია კლიენტს სთავაზობს შემდეგ პაკეტებს:
2.1 30 დღიანი საბაზისო პაკეტი: 5 (ხუთი) ლარი დღგ-ს ჩათვლით.
2.2. 1 წლიანი სტანდარტული პაკეტი: 20 (ოცი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
2.3. 1 წლიანი პრემიუიმ პაკეტი: 30 (ოცდაათი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით)

4. დასკვნითი დებულებები

1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ის საკითხი რაც წინამდებარე ხელშეკრულებით არ რეგულირდება გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს თუ ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოშლამდე არაუგვიანეს 2 კვირით ადრე. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელს არ უბრუნდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი მომსახურების ფასი.
3. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან/და შეუთანხმებლობა მხარეთა შორის უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლო.

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural