საკრედიტო რეპორტი

კრედიტინფო საქართველოს ძირითადი ფუნქციაა ბიზნეს საზოგადოებას მიაწოდოს უტყუარი საკრედიტო/საფინანსო ინფორმაცია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.

ამ ბაზით სარგებლობისას, მას შემდეგ რაც სათანადო წესით შეიყვანთ ძებნადი სუბიექტის გვარს ან პირად ნომერს, კომპანიის შემთხვევაში კი დასახელებას ან საიდენტიფიკაციო კოდს, შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

მიმდინარე სესხებზე:

– გაცემული თანხის მოცულობა

– ვალუტა

– მიმდინარე ძირითადი თანხის მოცულობა

დაფარულ სესხებზე:

– გაცემული თანხის მოცულობა

– ვალუტა

– სესხის დაფარვის თარიღი

ამ ეტაპზე ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მოგვეწოდება ინფორმაცია მხოლოდ იმ სესხების შესახებ, რომელთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 500 000 ა.შ.შ. დოლარს. აღსანიშნავია, რომ ამ ბაზით სარგებლობისას არ ჩანს კონკრეტულად თუ რომელი ბანკიდან არის გაცემული სესხი, იმ შემთხვევაში კი, თუ რამდენიმე ბანკიდან მოხდა პარალელური სესხის გაცემა, აღნიშნულია ამ ბანკების ოდენობა და რიგითობა.

ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალების მონაცემთა ბაზა არის ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც მოცემულია ინფორმაცია როგორც სახელმწიფო უწყებებიდან (საგადასახადო სამსახურები, სტატისტიკის დეპარტამენტი, ერთიანი სახელმწიფო საჯარო რეესტრი და ა.შ.), ასევე სხვადასხვა კომერციული ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ბანკები, სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიები, კომუნალური მომსახურეობის საწარმოები, ტელესაკომუნიკაციო ფირმები და ა.შ.

ამ ბაზაში უმეტესწილად თავმოყრილია ნეგატიური ინფორმაცია კომპანიებისა და ფიზიკური პირების გადაუხდელი ვალების/დავალიანებების შესახებ.

მონაცემთა ბაზა საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეაფასოს მისთვის საინტერესო სუბიექტის საკრედიტო ისტორია, გადახდების კეთილსინდისიერება. მონაცემთა სუბიექტის სახელის ან საიდენტიფიკაციო ნომრის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება უსაფრთხო და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებაში.

მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია 24/7

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural