Home » პროდუქტები » საკრედიტო ქულა

2011 წლიდან სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველომ დანერგა საქართველოში პირველი საკრედიტო სქორინგის სისტემა. საკრედიტო რეპორტის მონაცემები მუშავდება სტატისტიკურად და ამ გზით გამოითვლება საკრედიტო ქულა. საკრედიტო ქულა იძლევა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობისა და გადაუხდელობის რისკის შეფასების საშუალებას. საკრედიტო ქულა გამოიხატება რიცხვებით და 0-დან 400-მდემერყეობს. საკრედიტო ქულა ხელს უწყობს საკრედიტო დაწესებულებებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მოსალოდნელია დროული გადახდა  სესხის დაფინანსების შემთხვევაში. საკრედიტო ქულა თითოეულ ადამიანს ეხმარება საკრედიტო მომსახურების მიღების გაუმჯობესებაში, რადგან, რაც უფრო მაღალია ქულა, მით მცირეა პიროვნების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობა.

საკრედიტო ქულას განსაზღვრავს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორებიცაა ვალდებულებების მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, საბანკო პროდუქტების მოხმარების სიხშირე და სხვ. თუმცა, სუბიქეტის საკრედიტო ქულასა და რეიტინგზე ყველაზე მეტად გადახდების ისტორია ზემოქმედებს, ვინაიდან უჩვენებს, რამდენად კარგად ასრულებს ვალდებულებებს. გარდა ამისა, საკრედიტო ისტორია არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რა დრო დასჭირდა სუბიექტს ვალდებულებების შესასრულებლად, როდის ჰქონდა ვადაგადაცილებული სესხი, ან როდის დაერიცხა ჯარიმა.

სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო სქორინგი გამოიყენება საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისი მეშვეობით შესაძლებელია:

  • დაკრედიტების პროცესის ავტომატიზაცია – სანდო შეფასების მიღება ადამიანის ჩართულობის გარეშე
  • კლიენტის საკრედიტო რისკის ობიექტურ შეფასება – სქორინგი არ შეიცავს კრედიტის შემფასებლების სუბიექტურ მოსაზრებას
  • ფასადადება კლიენტის რისკიანობიდან გამომდინარე
  • ახალი პროდუქტების შეთავაზება და ლიმიტების გაზრდა კარგი ქულის მქონე კლიენტებისთვის

იურიდიული პირებისთვის ძირითადი და დამატებით პროდუტებით სარგებლობის ღირებულება დამოკიდებულია თვის განმავლობაში შესრულებული ძიებების რაოდენობაზე