სს “კრედიტინფო საქართველო” წარმოადგენს ახალ პროდუქტს

29/05/2015
სს “კრედიტინფო საქართველო” წარმოადგენს ახალ პროდუქტს “ჩემი კრედიტინფო”, რომლის შეთავაზება ფართო მომხმარებლისთვის მოხდება კომპანია “ლენდინგ ქლაბთან” თანამშრომლობის ფარგლებში. ერთობლივი კაპმანიის დროს გათვალისწინებულია პროდუქტის რეალიზაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცის მრავალი არხის გამოყენებით.
კრედიტინფოს გენერალური დირექტორის, ალექსანდრე გომიაშვილის თქმით, ეს არის პირველი მსგავსი ტიპის პროდუქტი რომელიც გათვლილია მსესხებლებისთვის ინფორმაციის პირდაპირ მიწოდებაზე. ამ სერვისის გაშვება მისცემს შესაძლებლობას მსესხებლებს რომ აკონტროლონ საკუთარი საკრედიტო ისტორია რაც მნიშვნელოვანია ფინანსური ბაზრის მდგრადობისათვის. იგი ასევე მოხარულია „ლენდინგ ქლაბ“–თან თანამშრომლობით: ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე, აღნიშნა მან.
მეორეს მხრივ, „ლენდინგ ქლაბ“–ის დირექტორმა ვლადიმერ კანდელაკმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალებით საქართველოში უნიკალური სერვისი გაეშვა და რომ ძალიან დიდ პერსპექტივას ხედავს ამ სერვისში. სერვისის ანალოგი ძალიან კარგად მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. კანდელაკმა განმარტა რომ „ლენდინგ ქლაბი“ (www.lclub.ge) გეგმავს ბანკების და სადაზღვევო კომპანიების სისტემაში ჩართვას, რათა მომხმარებელმა შეძლოს საბანკო და სადაზღვევო პროდუქტებიდან საუკეთესო წინადადების შერჩევა.
“ჩემი კრედიტინფოს” მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს ინტერნეტის საშუალებით, ბანკის ჩართულობის გარეშე, გაეცნოს საკუთარ საკრედიტო მდგომარეობას, რაც საშუალებას მისცემს განსაზღვროს კრედიტის აღების შესაძლებლობა და გაიუმჯობესოს საკრედიტო ისტორია. კარგი საკრედიტო ისტორია განაპირობებს მომხმარებლისთვის ოპტიმალური პირობებით სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის შემოთავაზებას, იაფ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობასა და დიდ სასესხო არჩევანს.
საკრედიტო ისტორიასთან ერთად მომხმარებელი ასევე იხილავს საკუთარი საკრედიტო რეიტინგის ამსახველ ქულას, ანუ „სქორს“, რომელიც საკრედიტო რისკის ხარისხის მარტივ ინდიკატორს წარმოადგენს.
“ჩემი კრედიტინფო” დამატებით უზრუნველყოფს საკრედიტო ისტორიის სისტემატური მონიტორინგის საშუალებას, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მყისიერად გაეცნოსმის საკრედიტო ისტორიაში განხორციელებულ ცვლილებებს და მოახდინოს დროული რეაგირება. გარდა ამისა, მომხმარებელი ინფორმირდება მისი მონაცემების მესამე პირის მიერ ნახვის შესახებ, მესამე პირის ვინაობისა და ნახვის თარიღის ჩათვლით.
სს “კრედიტინფო საქართველო” (www.creditinfo.ge) საქმიანობს საკრედიტო ინფორმაციის სფეროში და გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი მონაცემებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებს და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან და მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან.
“ლენდინგ ქლაბი” (WWW.LCLUB.GE) ქართულ ვებ სივრცეში არის სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტი. რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას საუკეთესო პირობებში მიიღოს სხვა და სხვა საბანკო და სადაზღვევო პროდუქტები. „ლენდინგ ქლაბი“ კომპანიის შედარებით ახალი პროექტია, თუმცა კომპანია ფლობს ისეთ რესურსებს როგორიცაა: amindi.ge; taripebi.ge; tsamali.ge; horoskopi.ge