კრედიტინფო საქართველო: შესანიშნავი გუნდური მუშაობის, სამეწარმეო საქმიანობისა და გონივრული ხედვის ათი წელი

27/02/2015

creditinfo


[ezcol_1third]პრეს რელიზი[/ezcol_1third] [ezcol_1third][/ezcol_1third] [ezcol_1third_end]27 თებერვალი, 2015წ.[/ezcol_1third_end]

კრედიტინფო საქართველო – ერთადერთი მოქმედი საკრედიტო ბიურო საქართველოში, დაარსდა 2005 წლის თებერვალში და ახლა უკვე აღნიშნავს წარმატებული ბიზნესის განვითარების 10 წლისთავს. თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა სადღესასწაულო წვეულება 100-ზე მეტი მომხმარებლის, აქციონერებისა და პარტნიორებისთვის.

PressRelease1ათი წლის წინ ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიუროსა და სს ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ აიეტი კუკავამ გააანალიზა რა საქართველოში საკრედიტო ბიუროს დაფუძნების საჭიროება და სარგებლიანობა, დაიწყო შესაფერისი პარტნიორის ძიება, იგი შეხვდა რაინერ გრეტარსონს “Creditinfo Group hf”-დან, რომელთან ერთადაც შეკრიბა კომპანიის ამჟამინდელი აქციონერები და საფუძველი ჩაუყარა დღეისათვის უკვე ასეთი წარმატებული და მუდმივად მზარდი ბიზნესის წამოწყებას, რომლის განვითარებაც განაპირობა გუნდურმა მუშაობამ, თავდაუზოგავმა შრომამ და გონივრულმა ხედვამ.

საკრედიტო ბიუროს აქციონერები არიან Creditinfo International GmbH, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა (SocieteGenerale Group) და შპს ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო.

სადღესასწაულო საღამოზე სიტყვით წარსდგნენ სს კრედიტინფო საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე გომიაშვილი და კრედიტინფო საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პოლ რენდალი. ბატონმა პოლ რენდალმა აღნიშნა, რომ კრედიტინფო საქართველო ბოლო ათწლეულის მანძილზე თანდათან უფრო ძლიერდებოდა, უადვილებდა ხალხს მანქანებისა და მობილური ტელეფონების შესაძენად სესხის მიღებას, იპოთეკური და სხვა ტიპის საკრედიტო კონტრაქტების დადებას და ამასთან, ზრდიდა ფინანსურ თანამონაწილეობას. თუ კრედიტინფო საქართველოს დაარსებამდე კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შეიძლებოდა 3 კვირაც კი დასჭირვებოდა, ახლა უკვე ასეთი გადაწყვეტილებები ბევრად უფრო სწაფად მიიღება, ზოგჯერ მომენტალურადაც კი, ონლაინ რეჟიმში.

კრედიტინფო საქართველოს ამოცანაა გადაწყვეტილების მიღებისთვის ეფექტური ინსტრუმენტებისა და ასევე, საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბაკნების, სალიზინგო კომპანიებისა და სხვა ორგნიზაციებსითვის, რომლებიც გასცემენ სესხებს, ახორციელებენ სერვისის და პროდუქციის მიწოდებას. კომპანიები და ორგანიზაციები, რომელთაც გააჩნიათ ლეგიტიმური ინტერესი, თავიანთი საკრედიტო რისკების მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, სარგებლობენ ჩვენი ონლაინ მომსახურებით, რათა მიიღონ ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, რომელიც მოიცავს მაღალი ალბათობით პროგნოზირების მაჩვენებლებს. ამისათვის არ მოითხოვება რაიმე სახის პროგრამების დაინსტალირება, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ბატონმა ალექსანდრე გომიაშვილმა თავის გამოსვლაში ბრძანა: “ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ შევძელით ჩვენი ძვირფასი კლიენტების მოწვევა, რათა მონაწილეობა მიეღოთ ამ დღესასწაულში. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა კლიენტებმა საკუთარი სიღრმისეული ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ საქართველოში კრედიტის მაღალ დონეზე შეფასებისთვის საჭირო არსებით კომპონენტთა შორის უმნიშვნელოვანესია სწორედ კრედიტინფო საქართველოს მიერ შეთავაზებული პროდუქტები, კერძდ საკრედიტო რეპორტები და სქორი. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კლიენტების ნდობა და აღიარება. ამასთან, მოუთმენლად ველით შემდგომ დეკადას და ბევრი დამატებითი ახალი პროდუქტის შექმნას. უახლოეს წლებში ჩვენი ერთ-ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ის, რომ ფიზიკურ პირებს ექნებათ ონლაინ წვდომა საკუთარ საკრედიტო ისტორიასთან “ჩემი კრედიტინფოს” მეშვეობით”. კლიენტთა სია, რომელიც მოიცავს ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სალიზინგო კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებსა და სხვ., მუდმივად იზრდება, ისევე როგორც კომპანიის ბაზაში არსებული კონტრაქტების რაოდენობა. თუ 2006 წლისთვის მონაცემთა ბაზაში ასახული იყო მხოლოდ 900 კონტრაქტი, დღეისათვის ჩანაწერთა რაოდენობა აჭარბებს 8.1 მილიონს.
საკრედიტო ბიუროს მონაცემების შეფასება წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესსა და მომხმარებელზე სესხის გაცემის პროცესის განუყოფელ ნაწილს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში კრედიტის ხელმისაწვდომობის ზრდის გამო ფინანსურ ინსტიტუტებს პირველ რიგში სჭირდებათ დარწმუნდნენ, რომ მომხმარებელებს რომლებზეც გასცემენ სესხს, აქვთ დამაკმაყოფილებელი საკრედიტო რისკის მაჩვენებელი. საკრედიტო რისკის მართვის მაღალხარისხიანი შეფასება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, რათა მან მიიღოს შესაბამისი მომსახურება, ასევე გამსესხებლებისთვის, რათა მას ჰქონდეს მაღალი ხარისხის პორტფელები.