6 მილიონზე მეტი “კრედიტინფო პრედიქტორის” “სქორი” მხოლოდ ერთ წელიწადში

20/03/2014

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში კრედიტის ხელმისაწვდომობის ზრდამ ფინანსური ინსტიტუტებისთვის წარმოშვა საჭიროება, პირველ რიგში დარწმუნებულიყვნენ, რომ დამაკმაყოფილებელი იყო იმ კლიენტების საკრედიტო რისკები, რომლებზეც გასცემდნენ სესხებს. საკრედიტო რისკის მართვის მაღალხარისხიანი შეფასება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კლიენტებისთვის, იმისათვის, რომ მათ მიმართ ჩამოყალიბდეს ნდობა, ასევე სესხის გამცემისთვისაც, რათა ჰქონდეს ხარისხიანი პორტფელები.
დეტალური ანალიზის შედეგად ბანკებმა და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაადგინეს, რომ საქართველოში ხარისხიანი საკრედიტო შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს კრედიტინფო პრედიქტორის სქორი, რომლის მიწოდებას უზრუნველყოფს კრედიტინფო საქართველო და რომელიც საშუალებას აძლევს მათ განსაზღვრონ იმ ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების რისკები, რომლებიც ითხოვენ კრედიტს. აღნიშნული სქორი გამოიყენება არა მხოლოდ კრედიტის შეფასებისას, არამედ ასევე კლიენტის კრედიტუნარიანობის ჩვეულებრივი შემოწმებისას, რათა მოხდეს გადასახდელი სესხებისა და საკრედიტო ბარათების შეფასება მანამ სანამ წარმოიქმნება სერიოზული პრობლემა გადახდასთან დაკავშირებით.
კრედიტინფო პრედიქტორი წარმოადგენს კრედიტინფოს საკრედიტო ბიუროებში არსებული ინფორმაციის შეფასების ყველაზე სარწმუნო და ეფექტურ საშუალებას. საკრედიტო ბიუროს მონაცემების შეფასება არის სესხის გაცემის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ამ მონაცემების პოტენციალი სცილდება ნეგატიური გადახდების ისტორიის არსებობის თუ არარსებობის საკითხს. კრედიტინფოს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ, რომელიც წარმოადგენდა კრედიტინფო პრედიქტორის ჩამოყალიბების ნაწილს, როგორც კომპანიებთან ასევე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, წარმოაჩინა ამ მონაცემების მნიშვნელობა. იგი მოიცავს ეკონომიკურ მონაცემებს, საკრედიტო აქტივობას და დემოგრაფიულ ინფორმაციას.
კრედიტინფო პრედიქტორის სქორი იქცა საფინანსო მომსახურების სფეროს იმდენად განუყოფელ ნაწილად, რომ საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში გაკეთდა 6 მილიონი მოთხოვნა. კრედიტინფო საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე გომიაშვილმა აღნიშნა: “კრედიტინფო პრედიტოქრის სქორი უკვე სამი წელია ხელმოსაწვდომია. ამ დროის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად ვახორციელებდით შემოწმებას და გაუმჯობესებას, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პროდუქტის სიმყარე და საიმედოობა და ჩვენ გავაგრძელებთ მის სრულყოფას ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. არაერთმა ბანკმა, რომელთაც აქვთ ძლიერი რისკის მართვის პროცედურები, შეაფასეს სარგებელი რომელიც შეიძლება მიღებული იქნას ჩვენი კრედიტინფო პრედიქტორის სქორის გამოყენებით და შედეგად სწრაფად მოახდინეს კრედიტინფო პრედიტორის ინტეგრირება თავიანთ პროცესებში”.
კრედიტინფო პრედიქტორის ბოლო განახლება ხელმისაწვდომი იქნება 2014 წლის აპრილიდან. მონაცემთა ინოვაციური გამოყენების საშუალებით ეს ვერსია შექმნის უფრო მეტად პროგნოზირებად მაჩვენებლებს, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს საკრედიტო რისკის მართვის პროცედურები. მოსალოდნელია, რომ ამ სისტემის გამოყენება თანდათან გაიზრდება ვინაიდან ის დანარჩენი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები, რომელბიც ჯერ კიდევ არ იყენებენ კრედიტინფო პრედიქტორს, აცნობიერებენ, რომ ამჟამად ისინი მუშაობენ კონკურენტებთან შედარებით არამომგებიან პირობებში.

creditinfo
კრედიტინფო არის მსოფლიოში წამყვანი მომსახურების მიმწოდებელი საკრედიტო ინფორმაციისა და საკრედიტო რისკის მართვის გადაწყვეტილებების სფეროში, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის საჭირო ინსტრუმენტებს, მოდელებსა და პროგრამებს. “კრედიტინფო გრუპი”, რომელიც დაფუძნდა 1997 წელს, წარმოადგენს ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად კომპანიას. ხშირ შემთხვევაში იგი არის სასურველი პარტნიორი ადგილობრივი საკრედიტო ბიუროებისთვის, რომლებმაც მოიგეს მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის (IFC), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა (Millennium Challenge Corporation) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ტენდერები.
ბოლო პერიოდში ასეთები იყვნენ ტანზანიაში (ეროვნული ბანკი), სუდანში (ეროვნული ბანკი), კაპე ვერდეში (სავაჭრო პალატა) და ავღანეთში (ეროვნული ბანკი). კრედიტინფოს ძლიერ მხარეს წარმოადგენს საკრედიტო ბიუროების დაარსება განვითარებად საკრედიტო ბაზრებზე და კრედიტისა და კრედიტთან დაკავშირებული მონაცემების კლიენტებისთვის მიწოდება, მართვა და “ჰოსტინგი” პირდაპირ ან ჩვენი პარტნიორული შეთანხმებების მეშვეობით.