გაფართოებული რეპორტი

2013 წლის 1 აგვისტოდან ჩვენს კლიენტებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კიდევ ერთი ახალი სერვისით – „გაფართოებული რეპორტით“.

ეს რეპორტი მოიცავს ე.წ. „ინსრუმენტულ პანელს“ (Dashboard) სადაც თავმოყრილია ძირითადი ინფორმაცია კონკრეტული სუბიექტის შესახებ. კერძოდ, აქ შეგიძლიათ იხილოთ სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, კრედიტინფო პრედიქტორის შეფასება და მიზეზის კოდები, ძიებებისა და ხელფასის შემოწმების მაჩვენებლები, არსებული ღია და შეწყვეტილი კონტრაქტების რაოდენობა, ვადაგადაცილებული თანხების ჯამი.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აიტერესებს გავრცობილი ინფორმაცია მსესხებლის შესახებ, ღილაკის საშუალებით „დეტალების ნახვა“, იგი გადადის „გაფართოებულ რეპორტზე“, სადაც დამატებით იხილავს „გლობალურ შემაჯამებელ ინფორმაციას“ ამა თუ იმ სუბიექტზე. აქ დეტალურად არის მოცემული სუბიექტის მიმდინარე და შეწყვეტილი სესხების ტიპი, კრედიტის მთლიანი თანხა, ბალანსი, ვადაგადაცილებული დღეებისა და თანხის ოდენობა, დარიცხული ჯარიმები, ასევე ინფორმაცია ნეგატიური სტატუსის შესახებ.

ახალი საკრედიტო რეპორტი იქმნება უკვე არებულ სისტემაზე (CBS) და ეფუძნება სტანდარტული საკრედიტო რეპორტის შინაარს, აქვს განახლებული დიზაინი.

Creditinfo Georgia - 2 Tarkhnishvili str. 0179, Tbilisi, Georgia
(+995 32) 262 35 55 info@creditinfo.ge
Developed by Obscural