News & Articles
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობა 1 900 000 -ს მიუახლოვდა
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობამ, ანუ ინფორმაცია მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ და ასევე გადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხების შესახებ 1 900 000 -ს მიუახლოვდა. პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში 2 აგვისტოს მდგომარეობით შემდეგნაირია:
პოზიტიურ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი - 59.32%
ნეგატიური სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი - 41.22%
სტატისტიკური მონაცემები
პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 1 180 690 ; მათ შორის უკვე დაფარული - 683 290 (57.87%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 316 594 ; მათ შორის უკვე დაფარული - 126 972 (40.10%)
სტატისტიკური მონაცემები
პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 1 115443 ; მათ შორის უკვე დაფარული - 606 940 (54.41%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 313 058 ; მათ შორის უკვე დაფარული - 123 536 (39.46%)
სტატისტიკური მონაცემები
პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 1 076 843; მათ შორის უკვე დაფარული - 582 322 (54.07%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 307 581 ; მათ შორის უკვე დაფარული - 117 343 (38.15%)
ახალი ამბები
ს.ს. "კრედიტინფო საქართველოს" აქციონერთა კრებამ დაამტკიცა ცვლილებები კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ: - ბნ. სულხან გვალიას ნაცვლად საბჭოს წევრად არჩეულ იქნა ბნ. ვასილ ვერულაშვილი, (ს.ს. საქართველოს ბანკი); -ხოლო მიშელ ფორესტიეს ნაცვლად ქ-ნ ნინო ბერიშვილი, (ს.ს. ბანკი რესპუბლიკა);
სტატისტიკური მონაცემები
პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 1 039 739; მათ შორის უკვე დაფარული - 564 300 (54.27%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 304 782 ; მათ შორის უკვე დაფარული - 112 833 (37.02%)
ყურადღება!
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ პოზიტიურ ჩანაწერთა რაოდენობამ 1 000 000 -ს გადააჭარბა
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ პოზიტიურ ჩანაწერთა რაოდენობამ, ანუ ინფორმაციამ მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ, 1 000 000 -ს გადააჭარბა. პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში 1 თებერვლის მდგომარეობით შემდეგნაირია: პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 1000 514; მათ შორის უკვე დაფარული - 542 353 (54.20%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა -300 145; მათ შორის უკვე დაფარული - 113 114 (37.69%)
სტატისტიკური მონაცემები
პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში 1 იანვრის მდგომარეობით შემდეგნაირია: პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 983 679; მათ შორის უკვე დაფარული - 526 706 (53.54%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 294 520; მათ შორის უკვე დაფარული - 110 200 (37.41%)
სტატისტიკური მონაცემები
პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში 1 დეკემბრის მდგომარეობით შემდეგნაირია: პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 911 372; მათ შორის უკვე დაფარული - 506 457 (55.57%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 291 204; მათ შორის უკვე დაფარული - 106 145 (36.55%)
„კრედიტინფოს“ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა ზოგად-პერიოდული სტატისტიკა
პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში 2 ნოემბრის მდგომარეობით შემდეგნაირია: პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 885 230; მათ შორის უკვე დაფარული - 477 349 (53.92%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 286 905; მათ შორის უკვე დაფარული - 102 576 (35.75%)
1 ოქტომბრიდან „კრედიტინფო საქართველოს“ ვებ გვერდზე ყოველთვიურად დაიდება ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობის შესახებ
1 ოქტომბრიდან „კრედიტინფო საქართველოს“ ვებ გვერდზე ყოველთვიურად დაიდება ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა საერთო რაოდენობის შესახებ, ასევე დაფიქსირდება პოზიტიურ (მიმდინარე და დაფარული სესხები) და ნეგატიურ (ვადაგადაცილებული და დაუფარავი სესხები) ჩანაწერთა რაოდენობაც მოცემული კონკრეტული თარიღისათვის. ასევე მოგაწვდით ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორი პროცენტული თანაფარდობაა მიმდინარე და დაფარულ სესხებს, და ასევე ვადაგადაცილებულ მაგრამ უკვე დაფარულ სესხებს შორის. კომპანიის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საზოგადოებისა და განსაკუთრებით მასმედიის წარმომადგენელთათვის „კრედიტინფოს“ მონაცემები სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. გახშირდა ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის უზუსტობის/არაკორექტულობის ფაქტებიც სტატისტიკური მონაცემებით აპელირებისას. პროცენტული თანაფარდობა, ანუ თუ რამდენ პროცენტს შეადგენს უკვე დაფარული სესხები როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში 1 ოქტომბრის მდგომარეობით შემდეგნაირია: პოზიტიური სესხების საერთო ოდენობა - 864 245; მათ შორის უკვე დაფარული - 461 619 (53.4%) ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობა - 278 682; მათ შორის უკვე დაფარული - 122 327 (43.89%) აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის მეორე ნახევრის მონაცემებით, მიმდინარე პოზიტიური სესხების საერთო რაოდენობიდან დაფარული სესხები 51.3% შეადგენდა, ხოლო ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობიდან დაფარული სესხები კი - 34.9%-ს.
„ჩემი კრედიტინფო“ - ასეთი დასახელების ახალ პროდუქტს „კრედიტინფო საქართველო“ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შესთავაზებს მომხმარებელს
„ჩემი კრედიტინფო“ - ასეთი დასახელების ახალ პროდუქტს „კრედიტინფო საქართველო“ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შესთავაზებს მომხმარებელს. ამ სერვისის მეშვეობით ყველა მსურველს შეუძლია ინტერნეტის საშუალებით, ბანკის გარეშე, „კრედიტინფოში“ პირადად მის შესახებ განთავსებულ ინფორმაციასა და მონაცემებს ნებისმიერ დროს გადახედოს. მომხმარებელი შესძლებს სისტემატურად ადევნოს თვალი მის საკრედიტო ისტორიასთან დაკავშირებულ ყველა ცვლილებას. ამ სისტემით სარგებლობისათვის საჭიროა მომხმარებელმა „კრედიტინფოსთან“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, დაარეგისტრიროს „მომხმარებლის სახელი“ (User Name), პაროლი (Password) და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ მას ექნება საშუალება შევიდეს მონაცემთა ბაზაში და ნახოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. სერვისის საფასური ძალზედ ხელმისაწვდომია და ფიზიკური პირებისათვის შეადგენს 15 ლარს ერთი წლის განმავლობაში. ხოლო 25 ლარიანი პაკეტის შეძენისას კი, გარდა ბაზით სარგებლობისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება მონაცემთა ბაზაში მის მიმართ განხორციელებული ცვლილების (ახალი სესხის აღება, ბალანსი მორიგი შენატანის განხორციელების შემდეგ , ვადაგადაცილება და ა.შ.) და ასევე მის შესახებ ბაზაში არსებული ინფორმაციის მნახველი- მესამე პირის ვინაობისა და თარიღის შესახებ. საქართველოში მომქმედი კომპანიებისათვის ასეთი სერვისით სარგებლობის ერთწლიანი საფასური 50 ლარს შეადგენს.
”HF კრედიტინფო ჯგუფმა” და SCHUFA Holdings AG-მ ხელი მოაწერეს ერთობლივი კომპანიის დარეგისტრირებას
”HF კრედიტინფო ჯგუფმა” და SCHUFA Holdings AG-მ ერთობლივი კომპანიის შექმნის ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც ვისბადენში (გერმანია) დაარსდა ახალი ჰოლდინგური კომპანია - Creditinfo SCHUFA GmbH-ი. ახალ კომპანიას თანადირექტორობის პრინციპით, ერთობლივად უხელმძღვანელებენ ”კრედიტინფო ჯგუფის” მოქმედი გენერალური დირექტორი რეინირ გრეტარსონი და SCHUFA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი დიტერ სტეინბაუერი კრედიტინფოს ყველა შვილობილი კომპანია გახდება Creditinfo SCHUFA GmbH-ის ჯგუფის წევრი. ერთობლივი საწარმო საკრედიტო რისკების შემფასებელი ორი ორგანიზაციის კომპეტენციასა და შესაძლებლობებს გააერთიანებს. ეს საშუალებას მოგვცემს, რისკების მართვის პროდუქტების, მომსახურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის უფრო ფართო არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს და საგრძნობლად გავზარდოთ ჩვენი საკონსულტაციო თუ ანალიტიკური სერვისების გავრცელების არეალი. პარტნიორებთან ერთად ჩვენ ევროპის დიდ ნაწილს მოვემსახურებით. ერთობლივი კომპანიის შექმნის შესახებ წარმართული მოლაპარაკებების პროცესში ”კრედიტინფო” სარგებლობდა Straumur Investment Bank-ის კვალიფიცირებული კონსულტაციებით. ესაა უმსხვილესი ისლანდიური საინვესტიციო ბანკი, რომელსაც მსოფლიოს 10 ქვეყანაში აქვს ფილიალი. მისი სათავო ოფისი მდებარეობს რეიკიავიკში.

პოზიტიური სესხების მონაცემთა ბაზა უკვე 100 000 ა.შ.შ. დოლარამდე გაცემულ სესხებზე ინფორმაციას მოიცავს
პოზიტიური სესხების მონაცემთა ბაზა უკვე 100 000 ა.შ.შ. დოლარამდე გაცემულ სესხებზე ინფორმაციას მოიცავს. თუ კი აქამდე ბანკები მხოლოდ 20 000 ა.შ.შ. დოლარამდე გაცემულ სესხებზე ინფორმაციას ცვლიდნენ, რაც ძირითადად სამომხმარებლო სესხების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა, ლიმიტის ზედა ზღვრის გაზრდის შემდგომ ინფორმაცია მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ, იპოთეკურ და ბიზნეს სესხების მნიშვნელოვან სეგმენტსაც მოიცავს. ამ ეტაპზე ასეთი სახის ინფორმაციას 10 საფინანსო დაწესებულება ცვლის, თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე მათი რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ამჟამად, ამ მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობა (მხოლოდ პოზიტიურ სესხებზე) 600 000-სს აღემატება.
მიმდინარე და დაფარული სესხების მონაცემთა ბაზა 100 000 ჩანაწერზე მეტს მოიცავს
მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ, ამოქმედებიდან 6 თვის თავზე უკვე მოიცავს 100 000 ჩანაწერზე მეტს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერთა რაოდენობა ძალზედ სწრაფად იზრდება. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ასეთი სახის ინფორმაციის მომწოდებელთა ნუსხას დაემატება კიდევ რამდენიმე საბანკო დაწესებულება. აქედან გამომდინარე ასეთი სახის ჩანაწერთა რაოდენობა წლის ბოლოსათვის სავარაუდოდ გაორმაგდება.
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზით სარგებლობის მახასიეთებელი მზარდი ტენდენციით ხასიათდება
ჩვენი მონაცემთა ბაზით სარგებლობის მახასიეთებელი ყოველთვიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება და მიმდინარე წლის აგვისტოში ინფორმაციის მოთხოვნათა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა 100 000-ს, სექტემბერში კი 170 000-ს მიუახლოვდა. ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზით მოსარგებლე ორგანიზაციების მხრიდან კლიკების საერთო რაოდენობა ამა წლის იანვარის თვეში 19 000 იყო, ასეთი პროგრესია ძალზე შთამბეჭდავია.
მონაცემთა ბაზით, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ, უკვე სარგებლობენ ბანკები და ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც
„კრედიტინფო საქართველოს“ ახალი სერვისით, კერძოდ მონაცემთა ბაზით, სადაც განთავსებულია ინფორმაცია მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ, უკვე სარგებლობენ არა მხოლოდ წამყვანი ბანკები, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც. აღნიშნული პარიოდისათვის ამ სერვისით სარგებლობენ ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა: - თი ბი სი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ტაობანკი, სილქ როუდ ბანკი, ფონდი კონსტანტა, ფონდი კრედო.
„კრედიტინფო საქართველოს“ კლიენტთა რიცხვი განუხრელად იზრდება
ჩვენი სერვისებით მოსარგებლე ორგანიზაციების რიცხვს დაემატა საქართველოს საბანკო სექტორის რამდენიმე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მაგალითად „სახალხო ბანკი“, „ბაზისბანკი“, „სატანდარდ ბანკი“ და სხვ. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პერიოდისათვის „კრედიტინფო საქართველო“, რომელიც საკრედიტო ინფორმაციის მიწოდების სფეროში საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კომპანიაა, თითქმის მთლიანად ფლობს ბაზრის ამ სეგმენტს.
სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა
2007 წლის მარტში კვლავ შევიდა ცვლილებები კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში. საბჭოს თავმჯდომარეა ფილიპ პოტი (პროკრედიტ ბანკი), საბჭოს წევრები: - ოლაფურ ვილჰამსონი (კრედიტინფო ჯგუფი), - სულხან გვალია (საქართველოს ბანკი), - ნინო მასურაშვილი (თი ბი სი ბანკი), - აიეტ კუკავა (ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო), - მიშელ ფორესტიე (ბანკი რესპუბლიკა).
მიმდინარე და დაფარული სესხების მონაცემთა ბაზა
„კრედიტინფო საქართველომ“ აამოქმედა კიდევ ერთი ახალი სერვისი, რომლის საშუალებითაც ჩვენს კლიენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ინფორმაცია ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გაცემულ მიმდინარე და დაფარულ სესხებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 20 000 ა.შ.შ. დოლარს. ეს სერვისი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკრედიტო ისტორიების მაღალ კვალიფიციურად წარმოება-მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენს კლიენტებს კი საშუალება ეძლევათ უკეთესად შეაფასონ დასაფინანსებელი სუბიექტის გადახდისუნარიანობა. 2007 წლის აპრილიდან აღნიშნული სერვისით უკვე სარგებლობენ არა მხოლოდ წამყვანი ბანკები, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.
ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოში
2006 წლის მაისში ცვლილებები განხორციელდა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში, კერძოდ - „თი ბი სი ბანკის“ წარმომადგენლის გიორგი ასლანიკაშვილის ნაცვლად საბჭოს წევრად არჩეულია ნინო მასურაშვილი, ხოლო „ბანკი რესპუბლიკას“ წარმომადგენლის გიორგი ქანანაშვილის ნაცვლად საბჭოს წევრად არჩეულია ირაკლი ჩიტიაშვილი.
„ კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზით მოსარგებლე ბანკების ნუსხა 2005 წლის ბოლოსათვის
აღნიშნული პერიოდისათვის გაფორმებულია ხელშეკრულებები თანამშრომლობის შესახებ საქართველოში მომქმედ თითქმის ყველა წამყვან ბანკთან, როგორიცაა: თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, გაერთიანებული ქართული ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბტა სილქ როუდი, ინვესტბანკი, ასევე რამოდენიმე საფინანსო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
მონიტორინგის სერვისი
2005 წლის დეკემბრის ბოლოსათვის „კრედიტინფო საქართველოს“ კლიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ კიდევ ერთი ახალი პროდუქტით, კერძოდ მონიტორინგის სერვისით. ამ სერვისის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ დროულ შეტყობინებას მათ მიერ ჩვენს მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული კლიენტების ფინანსურ საქმიანობაში განხორციალებული სიახლის თუ ცვლილების შესახებ, მაგ. არსებულ სესხზე ვადაგადაცილება და სხვ.
ახალ აქციათა ემისია
2005 წლის სექტემბერში „კრედიტინფო საქართველოს“ აქციონერთა გადაწყვეტილებით მოხდა ახალ აქციათა ემისია. ახალი აქციების შეძენის სურვილი გამოთქვა საქართველოში მომქმედმა ერთ-ერთმა წამყვანმა ბანკმა „ბანკი რესპუბლიკამ“. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკრედიტო ბიუროს პროდუქტებით სარგებლობას საქართველოში კარგი პერსპექტივა გააჩნია, ხოლო ჩვენი კომპანიის დადებითი იმიჯი ადგილობრივ ბაზარზე განუხრელად იზრდება. ცვლილებაა სამეთვალყორეო საბჭოს შემადგენლობაშიც, კერძოდ, ბ.ნ დიმიტრი ქემოკლიძის ნაცვლად საბჭოს წევრად არჩეულია „ბანკი რესპუბლიკას“ წარმომადგენელი ბ.ნ გიორგი ქანანაშვილი.
„ კრედიტინფო საქართველოს“ ახალი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯოდმარე ჰყავს
2005 წლის ივლისიდან „კრედიტინფო საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯოდომარედ არჩეულ იქნა ბ.ნ ფილიპ ზიგვარტი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებლის „პროკრედიტ ბანკის“ ხელმძღვანელია. იგი კარგად იცნობს საქართველოს საფინანსო ბაზარს, ადგილობრივი ფულად-საკრედიტო სისტემის სპეციფიკას და მისი განვითარების ტენდენციებს. ამ ყოველივეს დიდი მნიშვნელობა აქვს საკრედიტო ბიუროს სერვისებისა და პროდუქტების დანერგვისას კლიენტურის მოთხოვნილებათა გათვალისწინების თვალსაზრისით.
„ კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზა ექსპლუატაციაშია
2005 წლის ივლისიდან, დაფუძნებიდან სულ რაღაც 5 თვეში ექსპლუატაციაში შევიდა „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ელექტრონული ბაზა,
რომელიც საწყის ეტაპზე მოიცავს ინფორმაციას ვადაგადაცილებული და გადაუხდელი ვალების შესახებ. მონაცემთა ბაზაში განთავსებულია ინფორმაცია რომელსაც ვღებულობთ ბანკებიდან და სასამართლოებიდან.