აქციონერები
ჩვენი აქციონერები არიან:
ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის
ბიურო
მისი საქმიანობის სფეროა მოიპოვოს, დაამუშაოს და განავრცოს მონაცემთა
ბაზები. იგი ორიენტირებულია საკრედიტო ბაზართან დაკავშირებული
ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესებაზე.
www.ncib.ge
Creditinfo SCHUFA
Creditinfo SCHUFA საერთაშორისო კომპანიაა, რომლის მიზანია საკრედიტო
ტრანსაქციებისას რისკების ეფექტური მართვისათვის კლიენტებს მიაწოდოს
დროული და სანდო ინფორმაცია პოტენციური და არსებული კლიენტურის
შესახებ. www.creditinfo.com
პროკრედიტ ბანკი
პროკრედიტ ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც
ორიენტირებულია ძალიან მცირე, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების
დაფინანსებაზე საქართველოში და სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს
იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება
დაიწყო 1999 წელს და ამჟამად უკვე გახსნილი აქვს 37 ფილიალი ქვეყნის
მასშტაბით. სექტემბრის მონაცემებით ბანკის სასესხო პორტფელმა შეადგინა
210 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 60,000 მსესხებელს მოიცავს, ხოლო
კლიენტთა სახსრებმა 160 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბანკის ყველა
ფილიალი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, აღჭურვილია ბანკომატებით
და კლიენტებს ემსახურება კვირაში 6 დღე.
ბანკი გახლავთ პროკრედიტ ბანკების საერთაშორისო საბანკო ჯგუფის
წევრი, რომელიც მოიცავს 21 ბანკს და სამ კონტინენტს.
www.procreditbank.ge
თი-ბი-სი ბანკი
თი-ბი-სი ბანკმა საქართველოს საფინანსო ბაზარზე მნიშვნელოვანი
პოზიციის დაკავება შეძლო. ფაინენშიალ თაიმს გრუპის (Financial
Times Group) მსოფლიოს ყოველწლიური საბანკო რეიტინგის შედეგების
მიხედვით, თი-ბი-სი ბანკი ზედიზედ მესემედ დასახელდა მსოფლიოს
"წლის საუკეთესო ბანკებს" შორის.
www.tbcbank.com
საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი დაარსდა ყოფილი სახელმწიფო ბანკის ბინსოცბანკის
ბაზაზე 1994 წლის 21 ოქტომბერს. საქართველოს ბანკი ფინანსურ ბაზარზე
იმკვიდრებს საიმედო და სტაბილური ბანკის იმიჯს.
www.bog.ge
ბანკი რესპუბლიკა - ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი
ბანკი "რესპუბლიკა" ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე კომერციული
ბანკია საქართველოში. იგი XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში
შეიქმნა და დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო სტრუქტურაა.
www.republic.ge